|
2023-02-14 11:54:17, 1443 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსში მიიღო მონაწილეობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსში თემაზე ადამიანური რესურსის განვითარება ჯანდაცვის სფეროში. უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა: ადამიანური რესურსი ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნის, სტრატეგიის განსაზღვრის, უნივერსალური ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მულტისექტორული თანამშრომლობა. "მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მოხდა საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებზე საჭირო რეაგირების სტრატეგიული ხედვის განსაზღვრა. შეხვედრა გაიმართა 6-10 თებერვალს, კოპენჰაგენის ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)