|
2023-02-14 11:46:55, 693 ნახვა
საზოგადოება
ხელოვანი ანდრო დადიანი პრეზიდენტის სასახლეს თავის ნამუშევარს ჩუქნის
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების წაღების შემდეგ ხელოვანი ანდრო დადიანი ადმინისტრაციას თავის ნამუშევარს ჩუქნის. აღნიშნულის შესახებ ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში წერს. დადიანი მოუწოდებს სხვა ხელოვანებსაც, რომ იგივე გააკეთონ, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლეა. "ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრედენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან. ცხოვრების კანონია,- ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე. ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე. ობიექტზე ეწ. ცრემლები ''პერესტროიკის'' დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომელებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსნო",- წერს დადიანი. ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ამასთა, გუშინ 13 თებრვალს პრეზიდენტის პროტესტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც გენინსპექციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, სასახლიდან ნამუშევრების გადატანას აპირებენ. არსებული ინფორმაციით, საუბარია ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარზე.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)