|
2023-02-13 15:50:39, 647 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბ ბლოკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეროვნული სასახლის შენობა-ნაგებობების და ეზოს სრული რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება. „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი, რაც დასრულდა, იყო ცენტრალური შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მთლიანად განახლებულია ბ ბლოკი; დარჩენილია გაგრილების სისტემის მონტაჟი და მომდევნო კვირაში ესეც გაკეთდება. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური შენობა-ნაგებობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვახსოვს, როდესაც პირველად მოვედით აქ, რა ვითარება იყო, მათ შორის, იმ ცნობილ, სარკეებიან ოთახში, რომლითაც ყველა ვამაყობთ. ეს დარბაზი, რომელიც ახლა რეაბილიტირებულია, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. წყალი ჩამოდიოდა, კედლები დაზიანებული იყო და ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ მუშაობენ თითოეულ დეტალზე და რამხელა ყურადღება ეთმობა ავთენტურობის დაცვას. ვფიქრობთ, 2024 წელს მთლიანად დავასრულოთ სამუშაოები. პარალელურად მზადდება ეზოს რეაბილიტაციის პროექტი. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც არაერთი თაობა გაუზრდია და მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, სრულად განახლდება. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ამ პროცესს, მადლობა სამშენებლო კომპანიას. მართლაც, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას; საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; შენობის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას პირვანდელი სახით; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ღობეების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ დროისათვის დასრულებულია სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა სივრცისა და ფასადის სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ა ბლოკის დარბაზების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სასწავლო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)