|
2023-02-09 19:37:35, 1058 ნახვა
საზოგადოება
პირმა რუსულად დაწერილ განცხადებაში მიუთითა, რომ ბათუმში ბინას ქართველებზე არ გაყიდდა - ომბუდსმენი
მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 30-მდე შეტყობინება, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იყო პრობლემური შემთხვევები, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის მზადყონას გამოთქვამს, შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მომართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში. "მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 30-მდე შეტყობინება, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება. განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება. (https://bit.ly/3Yb5OIS) საქართველოს სახალხო დამცველი ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეახსენებს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, საცხოვრებლის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის, ეროვნებისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს ყველა სფეროში, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობაზე უარი, არარაციონალური, დისკრიმინაციული საფუძვლებით, დაუშვებელია ქირავნობით საკითხებთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის აპარატი უძრავი ქონების აგენტებსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც",- წერია განცხადებაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)