|
2023-02-09 16:16:11, 897 ნახვა
საზოგადოება
მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის ფინანსური მართვის ნაციონალური სააგენტოს (ESV) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში - აზროვნების ცვლილება. კონფერენცია გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა. პრეზენტაცია წარადგინეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, პიტერ კვისტმა და OECD/SIGMA-ს წარმომადგენელმა, ალისტერ სვორბრიკმა და მოწვეულმა სტუმრებმა. შეხვედრას დაესწრნენ პროექტში ჩართული 6 პილოტური სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორები-მინისტრის მოადგილეები და საჯარო სამსახურისთვის ახალი მიმართულების სპეციალისტები - რისკის ოფიცრები, რომლებიც თამაშობენ ძირითად როლს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფის მიმართულებით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს - საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ კომპონენტს - ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმას. სახელმწიფო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს და შედგება სამი ელემენტისგან: მართვა და მმართველობითი სისტემები - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა; აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ჰარმონიზაციის ცენტრსა და შვედ კოლეგებს შორის დაიწყო თანამშრომლობა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების მიმართულებით. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული უწყებისა (ESV) და ქართველი კოლეგების ჩართულობით.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)