|
2023-02-06 13:45:14, 3731 ნახვა
Lifestyle
ჯგუფმა მგზავრებმა ახალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა - ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი ლადო კვატანიამ მოამზადა
ჯგუფმა მგზავრებმა ახალი, რიგით მერვე მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომელიც მსმენელისთვის 2 თებერვლიდან არის ხელმისაწვდომი, როგორც Apple Music-ის, ასევე Spotify-ის აპლიკაციებში. კამარა - ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომელიც 10 სიმღერას აერთიანებს. ალბომი ეხება ბავშვობას და იმ მოგონებებს, რომლებიც ჯგუფის წევრებისთვის ყველაზე ძვირფასია. ალბომი მშობლებისთვის მადლიერების გამოხატვას ეძღვნება, რადგან მათ შეძლეს, რთული დროის მიუხედავად, ბედნიერი ბავშვობის შექმნა. აღნიშნული ალბომიდან, სიმღერაზე - ვალსი, მომზადდა ვიდეო რგოლი, რომლის ჩვენებაც ჯგუფის ოფიციალურ YouTube არხზე იქნება შესაძლებელი. ახალ ვიდეო რგოლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიდეო რგოლის რეჟისორი ლადო კვატანიაა, მისი ბიოგრაფია ამერიკის პოპ კულტურას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისეთი ვარსკვლავების სახელებს, როგორებიც არიან - Cardi B, Kenye West და Lil Durk, რომელთა ვიდეოებზეც სწორედ ლადო კვატანიამ იმუშავა. ლადო კვატანიას გადაღებული აქვს ვიდეორგოლები ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Reebok, Adidas, Paypal, Google, Visa და სხვა... ჯგუფი მგზავრები აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)