05:06 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 14:56:22, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა. მიშელი კიევში დაესწრება უკრაინა-ევროკავშირის სამიტს, რომელიც დღეს გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინას ყველა ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ.

კიევში ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც იმყოფებიან.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, 2 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ EU ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics