|
2023-02-03 09:28:51, 792 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას
ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რაც შეიძლება დამძიმდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება. „ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთ, ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს. ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემ, განაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს; ასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცა, მან ეს არ გაიკეთა. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევე, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ ზედმიწევნით, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ; მაგრამ როდესაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას და იყო თვითდაზიანების ძალიან ბევრი ისტორია, მე შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო –დაწყებული შიმშილობით, რამდენიმე ეპიზოდი იყო შიმშილობის, და შიმშილობა სხვა რა არის, თუ არა თვითდაზიანება, მედიკამენტების შერჩევითად მიღება რა არის, თუ არა თვითდაზიანება და, ასევე, სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობაც, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ანუ აქ მიზანი იკვეთება ცხადი, რომ ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება", – განაცხადა ბრეგაძემ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)