|
2023-02-01 09:59:50, 2091 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება
ვფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. როგორც ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს აღნიშნა, ომში ჩართული ორივე ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა იყოს მისაღები და არა ნაკარნახევი. „ვფიქრობთ, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები ოკუპირებულია. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არც ერთი მხარე - არც უკრაინა და არც რუსეთი არ მიიღებს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. „ჩვენ ვაგრძელებდით კომუნიკაციას ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. სწორედ ამიტომ, არ ვმონაწილეობდით სანქციებში, არ ვმონაწილეობდით ომში. ჩვენ სრულად შევასრულეთ მონტროს კონვენცია. უფრო შორსაც წავედით, როდესაც ნატო-ს წევრის რანგში, მოსკოვთან დიალოგის მოწოდებით გამოვედით“, - თქვა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ შავ ზღვაზე შემდგომი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)