|
2023-01-31 14:15:28, 983 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა
ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში 11 000 კვ. მ-ზე განხორციელდა. აქედან 5000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა. „თბილისში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა. შეგეძლოთ ფოტოებზე გენახათ, რა ხდებოდა აქ. ჩვეულებრივი 90-იანი წლები - სკვერი მიგდებული, ყველანაირად გაუბედურებული იყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სარწყავი სისტემა, დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი, ღამის განათებები დამონტაჟდა და ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს და გვინდა, ასეთი პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები. კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6300 კვ.მ-ზე ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)