|
2023-01-31 13:23:03, 916 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, ექთანს - მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა
ჩვენ ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე - მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს დაზიანებები არ აღენიშნება. "ჩვენ ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე - მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უშუალოდ საწოლში და მან განუცხადა ეს, თუ რა მოხდა, როდესაც შევიდა საპირფარეშოში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის, ამბობს, რომ არც თავის დარტყმა არ ყოფილა, მხოლოდ ზურგით მოხდა კედელთან შეხება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, სააკაშვილი ინფუზიურ თერაპიასა და პარენტერალურ კვებაზე ისევ უარს აცხადებს. "რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე, პარენტერალურ კვებაზე. მე მოვისმინე კომენტარები და მათ შორის კოლეგებისგანაც, რომ რატომ მოხდა თურმე მოწოდება ქალბატონი გიულის მისამართით. ჩვენს მიერ მოწოდება მოხდება იმიტომ, რომ ქალბატონი გიული ყოველდღე არის პაციენტთან - დღეში ორჯერ მაინც შედის მასთან და მას შეეძლო, რომ კიდევ უფრო აეხსნა. მე კიდევ უფრო განვავრცობ ამ თემას - რა თქმა უნდა, პარენტერალური კვების შეთავაზებამდე, ჩვენ ყველას მასთან გვქონდა საუბარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, პაციენტი მაინც იკავებს ამაზე თავს. პაციენტი სხვათაშორის ყოველთვის აკონტროლებს კალორაჟს, რომ მისი კალორაჟი არის 400-500-ის ფარგლებში. მე არ ვაკეთებ არანაირ დასკვნას, ნუ ითხოვთ ჩემგან დასკვნას. მე ვამბობ მხოლოდ რეალობას", - უთხრა ჟურნალისტებს "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა. ჩხაიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი უკვე კოვიდუარყოფითია და სხვადასხვა ანალიზის ლაბორატორიული მონაცემებიც გაუმჯობესებულია. "პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი და მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ანუ კოვიდინფექციასთან დაკავშირებით უკვე ტესტი არის უარყოფითი. გუშინ გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, გვიან ღამით გონება დაკარგა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)