|
2023-01-28 12:11:14, 1263 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს
თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას თავად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც, ამ კოვიდშეფასების მიმართ, ის რაც ნამდვილი რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია, მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვებდანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ როცა ის იღებს საკვებს იმ რაოდენობის საკვებს ის ირგებს, ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, ომ უკმაყოფილოა ამ მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით. დღეს დილით პაციენტი იწონის 69 კილოგრამს და 700 გრამს, თუ ასე გაგრძელდება ხვალ ის იქნება 68, ზეგ 65. მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა",- განაცხადა ჩხაიძემ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)