|
2023-01-28 10:50:20, 1169 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე. „გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ აქტივობებზეც. სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ შედეგები გააცნო. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000- მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა. საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა. ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს მიერ საუკეთესო და გამორჩეული პარტნიორების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)