|
2023-01-26 15:08:44, 682 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - FlyArystan ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის წილის 17% უკავია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ყაზახური ავიაკომპანიების AIR ASTANA-სა და FlyArystan-ის წარმომადგენელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, კამილა ჟაილაუბაევასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობაზე. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია FlyArystan-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებს. თანამშრომლობისთვის. FlyArystan ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის წილის თითქმის 17 % უკავია და 2022 წელს 135,713 მგზავრს მოემსახურა. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს მასშტაბით კი ავიაკომპანიებს შორის FlyArystan მეათე ადგილზეა და ბაზრის წილის 3,3 % უკავია. ყაზახეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზარია,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. „ავიაკომპანია AIR ASTANA საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს. თბილისიდან დედაქალაქ ასტანასა და ალმაათის მიმართულებით დაფრინავს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 5 სიხშირით ალმათიდან ოპერირებს. რაც შეეხება, FlyArystan-ს, რომელიც AIR ASTANA-ს შვილობილია და პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ დრომდე, FlyArystan დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულები: ასტანა, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი კვირაში 14 სიხშირით ოპერირებს. საქართველოში ყაზახური ავიაკომპანიების AIR ASTANA-სა და FlyArystan-ის წარმომადგენელთან შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი მენეჯერი ანი ჩიქოვანი, საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი და კომპანია Discovery GROUP-ის გენერალური მენეჯერი თემურ ბუზალაძე ესწრებოდნენ, რომელიც საქართველოში ყაზახური ავიაკომპანიების სახმელეთო მომსახურების აგენტია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)