10:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 22:00:18, 1831 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სპეციალურ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტანკების გაგზავნის ინიციატივა თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიაწოდა პრეზიდენტს, რათა უკრაინის შესაძლებლობები თავდაცვის კუთხით გაძლიერდეს, რათა მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს.

ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ ტანკების უკრაინაში ჩასვლას გარკვეული დრო დასჭირდება და იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ ხსენებული ტანკები რთულად შესანახია, ტანკებთან ერთად უკრაინა შესაბამის აღჭურვილობასაც მიიღებს.

"დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს". – თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Leopard ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics