10:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 18:17:32, 1681 ნახვა

ომი უკრაინაში
რიში სუნაკი - Challenger-ებთან ერთად Leopard ტიპის ტანკების გაგზავნა უკრაინის თავდაცვის სისტემას გააძლიერებს

უკრაინისთვის მთავარი საბრძოლო ტანკების გაგზავნა NATO-ს მოკავშირეებისა და მეგობრების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, Challenger-ებთან ერთად Leopard ტიპის ტანკების გაგზავნა უკრაინის თავდაცვის სისტემას გააძლიერებს. მან დასძინა, რომ ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს უკრაინის უზრუნველყოფა, ომში გამარჯვება და გრძელვადიანი მშვიდობა.

უკრაინისთვის მთავარი საბრძოლო ტანკების გაგზავნა NATO-ს მოკავშირეებისა და მეგობრების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. Challenger-ებთან ერთად მათი გაგზავნა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. ერთობლივად ვაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ვუზრუნველყოთ უკრაინის ამ ომში გამარჯვება და გრძელვადიანი მშვიდობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics