10:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 16:24:54, 1483 ნახვა

ომი უკრაინაში
სერგეი ჩერევატი - უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარი დატოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი, სოლედარი დატოვეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედროებმა წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს.

„პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება",- განაცხადა ჩერევატიმ.

ჩერევატის თქმითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა. 

„ფრონტის ხაზი გაათანაბრა. არ ყოფილა ჩვენი ჯარის დატყვევება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის ფუფუნება, რასაც ჩვენი მტერი იძლევა, უბრალოდ მებრძოლების სასაკლაოზე გადაგდება.

ჩვენ ვცდილობთ მანევრირებას, დარტყმას, ტაქტიკის გამოყენებას მცირე ჯგუფები, რათა მტერი მაქსიმალურად დაიღალოს“,- დასძინა ჩერევატიმ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სოლედარზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.

აღნიშნული მალევე უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics