09:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 10:23:38, 1331 ნახვა

ეკონომიკა
2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიურად გაგრძელდება

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. 

"ამასთან ერთად, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.

აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიმართულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ", რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.

პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.მიმდინარე წელს, პირველი ღონისძიება, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris"-ია, რომელიც 13-15 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics