|
2023-01-23 10:37:22, 888 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბერლინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ბერლინში გამართული სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი (GFFA 2023) საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს ეძღვნებოდა. მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოსდემირმა გახსნა. აღნიშნული კონფერენცია, თავის მასშტაბით და მნიშვნელობით, ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ურთულესი ნეგატიური გავლენები და საომარი ვითარებით შექმნილი კრიზისი, სასურსათო უსაფრთხოება აქტუალურ მსოფლიო გამოწვევად აქცია. მათივე ცნობით, როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია მსოფლიო აგრარული წარმოება უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფერმერებსა და მეწარმეებს მუდმივად ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნაზე და სამეცნიერო მიღწევებზე. „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ, რაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგვცემს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტერიალს (GFFA 2023), რომლის ორგანიზატორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო იყო, 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სურსათის და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის ძირითადი განსახილველი თემა იყო სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია - მსოფლიოს პასუხი მრავალმხრივ კრიზისზე, რომლის თაობაზე მინისტერიალის ფარგლებში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სესიები - როგორ შევქმნათ კრიზისულად მდგრადი სასურსათო, კლიმატ-მეგობრული სასურსათო სისტემები და როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა გლობალური მდგრადი სასურსათო სისტემების თვალსაზრისით და შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, სადაც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ოთარ შამუგია, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023” მოწყობილ ქართულ სტენდზე წარმოადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)