|
2023-01-22 13:06:07, 981 ნახვა
საზოგადოება
ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაშავებული 2 პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი მართვით სუნთქვაზე რჩება
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოში სრულისას დაჭრილი 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის განცხადებით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს, ოთიაშვილის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "ორი პაციენტი, რომელიც პალატაში განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ბატონი გიორგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებიდან გამომდინარე, რჩება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პალატაშია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბატონი გიორგის მდგომარეობა მძიმეა და არ შემიძლია პროგნოზების წინასწარ გაკეთება", - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა, ასევე დაშავდა 5 პირი. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე თვითლიკვიდაცია განახორციელა, ყოფილი სამხედროა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)