19:28 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 23:19:11, 1502 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება

"ბრძოლები სოლედარისთვის გრძელდება.", ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

განცხადების მიხედვით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა დონეცქის ოლქები დაბომბა.

"ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის სპირნოიე, ბელოგოროვკა, რაზდოლოვკა, იაკოვლევკა, სოლედარი, კრასნაია გორა, ბახუტი, კლეშეევკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა და სევერნოე. ბრძოლები სოლედარისთვის გრძელდება."

გარდა ამისა, დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების კონცენტრაციის ზონებს და სამეთაურო პუნქტს.მტერმა კი 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე 8 საჰაერო დარტყმა უკრაინული ჯარების პოზიციებზე და განხორციელდა 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, რუსებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics