|
2023-01-12 22:07:37, 2362 ნახვა
სამხედრო
მამულაშვილი - ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ შეიძლება დაგვთრგუნოს
"ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.", - განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერ იქონიებს ეფექტს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. მან დასძინა, რომ ღარიბაშვილის მთავარიმიზანი მოხალისეთა ნაკადის შეწყვეტა იყო, და ეგეც ვერ შეძლო. "აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო. ასე რომ, ის, რასაც ლაპარაკობს პრემიერმინისტრი, ან ნებისმიერი სხვა წევრი, ვერ იქონიებს ვერანაირ ეფექტს ჩვენზე. მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღე გვიერთდება და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა უკრაინისკენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადებები. არ მოქმედებს ეს არანაირად მებრძოლების საერთო განწყობაზე და არ აქცევენ ყურადღებას ისევე, როგორც მე არ ვაქცევ.", - განაცხადა მამულაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)