|
2023-01-12 15:41:21, 1119 ნახვა
საზოგადოება
სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ტრენინგს ატარებენ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის მულტიდისციპლინური კურსი ტარდება. სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები სლოვენიელი ექსპერტებისგან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, რომლის მიზანი აღნიშნული მიმართულებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, მისი შესაბამისობა არსებულ გამოცდილებასთან და პროფესიული ცოდნის ამაღლებაა. ტრენინგზე ძირითადი აქცენტები კეთდება სლოვენიაში არსებულ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. კურსის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის, ხარისხის კონტროლის, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიური ასპექტების, ქალებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის შესახებ იმსჯელებენ. სატრენინგო კურსს სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მილოშ ვროვეჩი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი, სამედიცინო ფიზიკოსი ურბან ჟდესარი და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის პროექტების მენეჯერი, ექსპერტი მატეა კურირი ატარებენ. ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და ქრისტინა ჰერტლიმ. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ, ევროპული, კერძოდ, სლოვენიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში კვლავ ვიმყოფებით. ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი. აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი პროგრამის გამოცდილება, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვანელმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)