|
2023-01-09 16:05:53, 896 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - პალატაში რომ წამოგორებულხარ და ვერ გაგიძლია, სირცხვილია - მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია, ციხეშიც გმირია - პალატაში რომ წამოგორებულხარ და ვერ გაგიძლია, სირცხვილია, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა - უკრაინელი". "კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირო მხარი, თუ ქვეყანა გიყვარს, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინო. მე ტყუილად კი არ ვლაპარაკობდი თემურ ლენგსა და შაჰ-აბასზე - შენ რა იცი უცხოელმა ჩემს ისტორიაში ვინ არის რამე კარგის გამკეთებელი - რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს და ჩემთვის იქნებ - გავა წლები და შეიძლება იმათ რიგებში ჩავაყენოთ. იმიტომ, რომ გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია, ციხეშიც გმირია. ერთ რამეს ვიტყვი - გადაგვაყოლეს ეხლა რა, მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი ხო? ხომ შეეძლო ეთქვა, ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია. გამოსულიყო და ეთქვა - კი, ჩემს დროს მინდოდა კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება. ვიღაცამ რაღაც დააშავა? - ჩემი ბრალია ეთქვა და იმათ მაგივრად, ყველას მაგივრად, რაც გინდათ ის მიყავით, გინდა ჯვარზე გამაკარით, გინდა ის, ხო? ხო სხვანაირად შევხედავდით ხო, ვინც გამწარებული ჰყავს, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია, რომელ იმაზეა ლაპარაკი. გამოდიან რა უნდა გამიკეთოს, გარეთ რომ გამოვიდეს. როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელი. ვიღაც პოდოლიაკი, უცხო ქვეყნის საჯარო პირი - ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ პირს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ. დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე, არ გამოეშვათ და ეს ამბები არ იქნებოდა. 16 წელია უკვე ამათი მხრიდან, უკრაინელებზე არ ვლაპარაკობ, აოხრება მიდის ქვეყნის - 2007-ის ბოლოდან უკვე წინააღმდეგობა წავიდა... მაგაზე მეტი ყველას გვაქვს გაკეთებული და გავაკეთებთ კიდეც იმიტომ, რომ ჩვენი საქართველოა. ღმერთი მაგათ არ უნდათ, ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ, არაფერი არ უნდათ. იმ ხალხს, რომელსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცნენ და შენდობა ითხოვონ... ვიღაც რომ მეუბნება პოლარიზაცია შეამცირე - როცა გარედან მეუბნები, რომ ის ქვეყნის აღმაშენებელი იყო - თურმე, მანამდე არც აღმაშენებელი გვყოლია, არც ვახტანგ გორგასალი გვყოლია, არც თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი - ეწირებოდნენ, ქალები შანთებს უძლებდნენ - პალატაში რომ წამოგორებულხარ და ვერ გაგიძლია, სირცხვილია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)