|
2023-01-08 16:02:56, 1075 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე - არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა
იმედი მაქვს, ვეცდებით, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე გრიგოლმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სურდა მიხეილ სააკაშვილის მონახულება, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. "მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის, არ ვიცი, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ ვერ მოხერხდა. კიდევ ვეცდები. პირველ რიგში, გავერკვევი თუ რა მოხდა - თუ რეგულაციებია, რომლებიც ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, გასაგებია, თუ სხვაგვარად არის, მაშინ ვეცდებით კიდევ ერთხელ... მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მით უმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, უფრო მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მით უმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა", - აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)