15:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 09:49:42, 727 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - 2022 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოვავლინეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს,  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. 

კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,  შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის  უწყებებში.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics