|
2022-12-29 13:07:03, 815 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თელავში შატო „შუხმანი“ გაფართოვდა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, შატო „შუხმანი“ გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 4 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია მეღვინეობას, სასტუმროს და შუხმანის ღვინის სოფელს მოიცავს, სადაც 18 ვილაა განთავსებული. ვილები იმით არის გამორჩეული, რომ ის მე-19 საუკუნის ისეთ ქართულ უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა, როგორიცაა, ქართული კრამიტი, ქვა და ა.შ. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით 120 ჰა-ზე ვენახის, ხოლო 7 ჰა-ზე კი ღვინის სოფლის გაშენება შევძელით. „შუხმანი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და ჩვენი წამოწყებული პროექტები აერთიანებს, როგორც ქართულ 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციას, მეღვინეობა-მევენახეობას და ეროვნულ გასტრონომიას, ასევე კახურ არქიტექტურასა და დასავლური სტანდარტებით გაერთიანებულ სტუმარ-მასპინძლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევქნათ. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე კი, გვინდოდა ძლიერი ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი რეგიონი და ახალი ტურისტული პროექტებიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა. „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ წარმატებულ კომპანიას ხელი შევუწყვეთ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაფართოებაში. შატო „შუხმანი“ "საქართველოს ბანკთან" 2012 წლიდან პარტნიორობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა, როგორც მეღვინეობის და სასტუმროს გაფართოება, ასევე უნიკალური ვილების გაშენება. კომპანია ღვინის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, რაც მათ წარმატებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ამ დროისთვის კომპანიამ შეძლო 300-მდე ადამიანის დასაქმება, რაც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)