|
2022-12-28 14:57:21, 875 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ოპოზიციას - თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხედვა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკა პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, დეპუტატ საბა ბუაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. ამისთვის მთლიანად შევცვალეთ ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი. დედაქალაქს, დაახლოებით, 600 ერთეული ავტობუსი ჰყავდა. აქედან 400 მუშაობდა ხაზზე, დანარჩენი სათადარიგო იყო. დღეს დედაქალაქს ჰყავს 800 ერთეული ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსი. ასევე, განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია, გეტყვით, რომ არა, არ ვარ კმაყოფილი. პირველი, ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და მეორე - ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. დღეს გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ეტაპს, ყველანაირი თვალსაზრისით. არ იფიქროთ, გამოვდივართ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვამბობთ, რომ მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არა, მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის უფლებაა - იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკომეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით თუ გადაადგილდება ფეხით. ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იქნება. ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რაც გვაქვს - გვჭირდება 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება და ვაპირებთ, რომ ისინი 2023-24 წლებში შევისყიდოთ, ახალი ავტობაზის მშენებლობის პარალელურად. ასევე, კონკრეტულ მეტროსადგურებში გვაქვს გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუ აქვთ ხედვა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მთავრობის ხედვისგან განსხვავდება, მზადაა, მათგან რჩევები მიიღოს. „თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხედვა ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას, შეხედულებას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რას არ აკეთებს დედაქალაქის მერია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითაროთ თავისი ინფრასტრუქტურით. ალბათ იმაშიც მეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება შეუძლებელია უცებ, ეს უდიდეს დისკომფორტს იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)