11:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 15:46:48, 2532 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 58 დაშავდა - ვიდეო

ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, დაიღუპა 8 ადამიანი. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებმა ქალაქი :გრადებით" დაბომბეს, 58 დაშავებულიდან, 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ დროისთვის ცნობილია 58 დაშავებულის შესახებ, მათგან 18-ის მდგიმარეობა მძიმეა, 8 დაიღუპა“, - წერს ტიმოშენკო.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს.

ქალაქზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც და აღნიშნა, რომ ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics