08:01 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 13:11:02, 1275 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს, ჯამში, 335 000 ლარით დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა. 

საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების  განმტკიცების მიმართულებებით 10 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში,  ჯამში, 47 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics