|
2022-12-19 11:19:40, 1043 ნახვა
საზოგადოება
ჯიშკარიანი - არ არის გამორიცხული, რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე, სააკაშვილი დეტოქსიკაციას საჭიროებს
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას საჭიროებს დეტოქსიკაციას და ეს ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს",- ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. ჯიშკარიანი ვარაუდობს, რომ ამდენი მეტალის აღმოჩენა მცირე რაოდენობით, მიუთითებს ექსპრეზიდენტის ორგანიზმში უცნობი ნაერთის არსებობაზე. "როგორც ფიზიკური, ასევე ნევროლოგიური სიმპტომების კორელაცია ტოქსიკოლოგის დასკვნასთან და იმ მეტალებთან, რომელიც იქნა აღმოჩენილი, დიდი ალბათობით, პირდაპირ მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. თუმცა, ამდენი მეტალის აღმოჩენა მცირე რაოდენობით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს რაღაც ნაერთთან, რომელიც ჩვენთვის უცნობია. "ვივამედის" კლინიკას აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა, გერმანიაში და იქ არის აღმოჩენილი ძალიან მცირე რაოდენობით ოთხივე მეტალი - დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი და თალიუმი. შემდგომში უკვე თმის ღერზე ჩატარდა ანალიზი, იქ აღმოჩენილია არის ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი. ფრჩხილში აღმოჩენილია - მანგანუმი და კადმიუმი. ასე, რომ აქ არ არის გამორიცხული, რომ რაიმე რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას საჭიროებს დეტოქსიკაციას და ეს ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან ეს ტოქსიკური აგენტი განაგრძობს მოქმედებას ორგანიზმში და ანგრევს, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ნევროლოგიას",- ამბობს ჯიშკარიანი. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)