09:03 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 09:41:49, 1073 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ვოქსის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულიი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათზე მეტი ეკიპაჟი. მაშველებმა ბოლო სართულამდე შეძლეს ასვლა და ათვალიერებენ ბინებს, რომ ცეცხლის ნაპერწკალს არ შეეღწია.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.

„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics