16:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 22:03:47, 3291 ნახვა

მსოფლიო
არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გამარჯვებით დასრულდა. 

არგენტინამ ფინალური თამაშის პენალტების სერიაში საფრანგეთი 4-2 დაამარცხა. 

საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში, რომლის ანგარიშიც ფრედ - 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics