|
2022-12-18 11:58:10, 2484 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ბახმუტში „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებლობა რუსეთის არმიაში განხეთქილებას ამძაფრებს
რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დონეცკის ოლქში, ბახმუტის დაკავების მცდელობებს, ამ მიმართულებით წარუმატებლად იბრძვიან „ვაგნერის“ მებრძოლები. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იტყობინება. ანალიტიკოსების განმარტებით, „ვაგნერის“ მებრძოლების გამო რუსეთის არმიაში განხეთქილება მძაფრდება. ISW ექსპერტები იხსენებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბახმუტში მათი და "ვაგნერის" ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედებების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სივრცეში პუშილინის განცხადებებსა და პრიგოჟინისა და სხვა ცნობილი პირების გამოსვლებს შორის შეუსაბამობა მიუთითებს იმაზე, რომ განხეთქილება „DPR“-სა და „ვაგნერიანებს“ შორის გრძელდება და იზრდება“, - თვლიან ანალიტიკოსები. ექსპერტების აზრით, პრიგოჟინის დაქირავებულთა როლმა ბახმუტის ირგვლივ ოპერაციებში შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის არმიის სხვადასხვა ფრაქციებს შორის განხეთქილებას, ასევე კრემლის მარიონეტების დისკრედიტაციას "DPR"-დან და მათ მეთაურობით ბოევიკებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)