2022-12-14 10:10:52, 2751 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინას დრონებით შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაახლოებით, 6:00 საათზე ქვეყნის სამ რეგიონში - კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა დედაქალაქსა და კიევის გარეუბანშიც ისმოდა.
"აფეთქებები დედაქალაქში, შევჩენკოს რაიონში. შესაბამისი სამსახურები ადგილზე მიდიან", - თქვა კლიჩკომ.
მერმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გამოყენებული ე.წ. ირანული კამიკაძე-დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდო.
„კიევის რეგიონში და დედაქალაქის თავზე, საჰაერო თავდაცვამ სულ 10 დრონი ჩამოაგდო“, - თქვა ვიტალი კლიჩკომ.
არსებული ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში უპილოტო თვითმფრინავის ფრაგმენტმა ორი ადმინისტრაციული შენობა დააზიანა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),