|
2022-12-13 11:35:45, 896 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 7 მაღალი გამავლობის მანქანა “პიკაპი”, 3 ყველგანმავალი “კვადროციკლი”, 3 დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის 40 და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული კომპლექტი გადასცა. აღნიშნული დახმარება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ, ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი. 2023 წლიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. დაგეგმილია ინციდენტების მართვის სისტემების განვითარება, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება, ასევე ხელი შეეწყობა სამაშველო სამსახურის დაახლოებას ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან. ახალი სასწავლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველების ცოდნასა და უნარებს, ასევე ხელს შეუწყობს კარგად მომზადებული მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში, უწევს. აღნიშნული პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)