2022-12-12 09:35:29, 2048 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს გუბერნატორი - რუსეთის ტყვეობა 573-მა თანამემამულემ გაიარა, 232 კვლავ მძევლად რჩება
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხმას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რეგიონის 230-ზე მეტი მცხოვრები რჩება.
მისივე თქმით, ომის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, ზაპოროჟიეს 573 თანამემამულე რუსეთის ტყვეობის მსხვერპლი იყო.
„ომის 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის მრავალი ფაქტი. 573-მა თანამემამულემ გაიარა რუსეთის ტყვეობაში, 232 კვლავ მძევლად რჩება. ამავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაციები ავლენენ უმწეობას დარღვევებთან დაკავშირებით სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ“,- განახადა ზაპოროჟიეს გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა, მათ შორის 34 მარიუპოლისა და 14 აზოვსტალის მცველი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,