2022-12-10 10:23:54, 2159 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გადასცემს. აღნიშნულის შესახე ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას შესაძლებლობებს მისცემს გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.
პენტაგონის ცნობითვე, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
- 80000 155მმ-იანი საარტილერიო სისტემა;
- უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობა;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები;
- მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები (HMMWVs), სასწრაფო დახმარების მანქანები და სამედიცინო აღჭურვილობა;
- დაახლოებით 150 გენერატორი;
- საველე აღჭურვილობა.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების დღიდან ამერიკამ უკრაინას უკვე 20 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,