|
2022-12-09 17:48:12, 2474 ნახვა
სხვადასხვა
აშშ რუსეთს და ჩინეთს ახალ სანქციებს დაუწესებს - Wall Street Journal
აშშ აპირებს გამოაცხადოს ახალი სანქციები რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, - იუწყება The Wall Street Journal ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით. სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენების თავიდან აცილებას. შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ სტრუქტურებზეც. დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და სამხედროებს, უკრაინელების წამებისა და უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი და როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამების მეთოდი გამოიყენა. შემაკავებელი ღონისძიებები ასევე მიღებულია ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის, ანდრეი ტიშენინისა და ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უფროსი დეტექტივის, არტურ შამბაზოვის წინააღმდეგ. მათ 2015 წელს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)