|
2022-12-09 10:20:59, 1201 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის შედეგები შთამბეჭდავია - ექვსი წელია წამყვან ქვეყნებს შორის ვართ
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. "კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება. შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)