|
2022-12-08 10:43:51, 1823 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ Design System- ამ მომხმარებლის საუკეთესო UX/CX გამოცდილებისთვის Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება დაიმსახურა
„საქართველოს ბანკმა“, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის Banking Tech Awards 2022-ზე Design System-ისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბანკმა კონკურენცია გაუწია J.P. Morgan-ს; Goldman Sachs-ს; CTBC Bank და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი მომხმარებლისთვის საუკეთესო UX/CX გამოცდილების შეთავაზება იყო. „საქართველოს ბანკმა“, დიზაინსისტემა პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატიური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ისე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს. „დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რათა მეტი ახალი პროდუქტი ნაკლებ დროში შეიქმნას. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის ციფრულ არხებში, რაც მის გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტიურს ხდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არ დარჩა ყურადღების მიღმა და დაიმსახურა კიდეც Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს აღიარება, რაც დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, არ გავჩერდეთ და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)