|
2022-12-07 11:18:07, 882 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება. სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით. მერიის ცნობით, კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექკონფერენციაზე წარმოდგენილი არიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა (სრული სია: https://touch.ge/summit/speakers). TOUCH22-ის მთავარი თემებია: Tesla AI-ზე დაკვირვება; კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება; ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?; მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექცტიური მეხსიერების ძალა; Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი; ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები; მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა; Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?; ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში; საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს; Reverse Engineering-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება; მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია; კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში; Oops-My Office is Gone ბედნიერება სამსახურში; Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია; Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში. Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი. ღონისძიების სრული პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე: https://touch.ge/summit/agenda.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)