18:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 09:53:18, 1104 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის კომპანია გადასახადების თაღლითობასა და ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო

მანჰეტენის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია, კრიმინალური გადასახადების თაღლითობასა და ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში, დამნაშავედ ცნო. 

როგორც ნაფიც მსაჯულებმა განაცხადეს, Trump Corp. და Trump Payroll Corp. დამნაშავეა წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ორგანოების თაღლითობის 15-წლიან სქემასთან.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და მის ოჯახს ამ საქმეში ბრალი არ წაუყენეს, თუმცა ექსპრეზიდენტის ორგანიზაციას, შესაძლოა,  მაქსიმუმ 1,61 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისროს. 

კომპანიას არ ემუქრება გაქრობა, რადგან ნიუ-იორკის კანონმდებლობით არ არსებობს მექანიზმი, რომელიც კომპანიას დაშლის. თუმცა, მძიმე ბრალდებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის უნარზე, აწარმოოს ბიზნესი ან მიიღოს სესხები ან კონტრაქტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics