|
2022-12-06 20:29:10, 1168 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილს აქვს IV ხარისხის კახექსია რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია - ომბუდსმენის დასკვნა
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, "მნიშვნელოვნად" არის გაუარესებული. "გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, პოლინეირაპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტური სფერო და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება, ამ ყველაფერმა მოგვცა უფლება გვეუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია. უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს, ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება - კახექსია. კახექსია არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო სწრაფი აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას, რასაც მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ჩვენი აზრით, ის შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული" - ამბობს წულაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)