17:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 12:13:56, 1760 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ისპანის ტორფნარზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი სივრცეების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან და ქობულეთის მერთან ერთად მოინახულა. 

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს ვიზიტორთა ცენტრი, მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება. ასევე, გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ. 

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. 

 


 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics