15:31 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:58:31, 729 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics