15:30 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 16:51:50, 1029 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი OECD friends of Eurasia enlarged session - ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ორგანიზებით დაგეგმილ წლიურ შეხვედრაში OECD friends of Eurasia enlarged session - ში მონაწილეობს, სადაც განიხილება უკრაინის ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე და არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, აგრეთვე 2023 წელს ქ. თბილისში  დაგეგმილი მინისტერიალის, ევრაზიის კვირეულის მთავარი თემები.

შეხვედრაზე ასევე შეჯამდება OECD-ს მიერ 2022 წელს განხორციელებული პროგრამები და 2023 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

წლიური შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს. შეხვედრაში პირველად  მონაწილეობენ OECD–ს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამაში (OECD Eurasia Competitiveness Programme) ჩართული ქვეყნების ელჩები. ამ პროგრამის თანათავმჯდომარის სტატუსით აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობს საქართველო, რომელიც, პოლონეთთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის ინიციატივის თანათავმჯდომარე ქვეყანაა და აგრეთვე ყაზახეთი, ცენტრალური აზიის ინიციატივის თანათავმჯდომარე ევროკავშირთან ერთად.

ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები,  საქართველოსა და OECD -ს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics