17:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 14:07:20, 957 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი 12 რეკომენდაციაზე - საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?!

„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველო, როგორც ღირსეული წევრი, ისე უნდა მიიღოს, ქარველ ხალხს კი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს, ისე უნდა დაელაპარაკოს.

"ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვლაპარაკებიან - „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ (ევროკავშირში) და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან ერთადერთია  შესასრულებელი თავიდან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics