08:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 17:23:55, 1292 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ჩვენ არასდროს მოგვითხოვია მოლაპარაკება, მაგრამ მოსასმენად ყოველთვის მზად ვართ

სასაცილო და უსიამოვნოა, როდესაც რუსეთს ბრალს სდებენ, იმაში, რომ ის მუდმივად ითხოვს რაიმე სახის მოლაპარაკებას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო მოლაპარაკება კიევთან და აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა მოუსმინოს“ მეორე მხარეს.

„ჩვენ არასდროს მოგვითხოვია რაიმე მოლაპარაკება, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ვინმეს აქვს ინტერესი მოლაპარაკებების გზით, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ“,- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი თითქოს არ ცდილობს მოლაპარაკებებს „ომის გაყინვისთვის“.

„ხალხი იტყუება, გულწრფელად იტყუება, რომ ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებებს“, - დასძინა ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაამოლაპარაკებებისთვის "შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით".

ამასთან, ეს განცხადება რუსეთის მიერ ხერსონის ჩაბარების ფონზე გაკეთდა.

შეგახსნებთ, რომ უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე საკანონმდებლო დონეზე თქვა უარი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მტკიცედ განაცხადა, რომ კიევი კრემლთან მოლაპარაკებას მხოლოდ საკუთარი პირობებით აწარმოებს. ერთ-ერთ ასეთ პირობას პოდოლიაკმა უწოდა რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics