|
2022-12-01 09:30:51, 1141 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა
გერმანელმა კანონმდებლებმა საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის "ჰოლოდომორი" - რომელშიც 1930-იანი წლების დასაწყისში იძულებითი შიმშილით მილიონობით უკრაინელი დაიღუპა - გენოციდად შეაფასა. გერმანიის პარლამენტის კანონმდებლებმა გუშინ, კოალიციური მთავრობის სამი პარტიის - სოციალ-დემოკრატების, ლიბერალური თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების - ერთობლივი რეზოლუცია მემარჯვენე ცენტრის CDU/CSU ოპოზიციურ ჯგუფთან დაამტკიცეს, რომელიც ჰოლდომორს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“ უწოდებს. „შიმშილი და რეპრესიები შეეხო მთელს უკრაინას. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა ამის ისტორიული და პოლიტიკური კლასიფიკაცია, როგორც გენოციდი. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას”, - ვკითულობთ დოკუმენტში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული უკრაინასთან რუსეთის ომის ფონზე, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ევროპაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ჩაგვრა აღარ უნდა განმეორდეს. „ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსეთის აგრესიული ომის ბოლო დღეებში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ამავე დროს ჩვენს ევროპულ მშვიდობას და ღირებულებებს, მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ევროპაში აღარ უნდა იყოს ძალაუფლების, ამბიციებისა და ჩაგვრის ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში. რა იყო ჰოლოდომორი?მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა გოლოდომორი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)